საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მეუფე სპირიდონი მეუფე პეტრეს: თვითმფრინავის ბიჭებზე რა იცი, მაშინ ტრუსიკით დარბოდი

80-იან წლებში თვითმფრინავის ბიჭები რომ დახვრიტეს, თემურ ჩიხლაძე იყო [მათ შორის] ძალიან კარგი სასულიერო პირი. პატრიარქს აყვედრიან, არ გამოესარჩლაო იმათო და პარალელს ავლებენ გიორგი მამალაძესთან, აი ნახეთ, არ გამოესარჩლაო. შე უბედურო, შენ მაშინ, ბოდიში და მოკლე შარვლით დარბოდი, ტრუსიკით დარბოდი ქუჩაში, ბავშვი იყავი, რა იცი, მაშინ რა ხდებოდა. შენ იცი გადმოცემით, რაც მაშინ ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ შეთხზა და დღეს ნეობოლშევიკები თავში გტენიან. აი ეს იცი შენ, მეტი არაფერი. 

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა დღევანდელ, 15 იანვრის ქადაგებაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე გააკრიტიკა. მისი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია იმის შესახებ, რომ "პატრიარქის მწყემსი კეთილობა მითია".

კომენტარები