გარემოს დაცვა

ბახტაძე: მთავრობის მწვანე პოლიტიკა, ეს არის ცხოვრების ახალი წესი

ჩვენი მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა. მთავრობის მწვანე პოლიტიკა, ეს არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები. როდესაც ლაპარაკია ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა

კომენტარები