კახიძე: განათლების სამინისტროს ნიკოს დაჩაგვრა სურს

ნიკო ნიჭიერი ბავშვია, ის ღარიბი ოჯახიდანაა, რაიონში სწავლობს. მის სკოლაში განათლების ხარისხი დაბალია, მშობლებს რეპეტიტორებთან მომზადების ფულიც არა აქვთ.

ნიკო გადის ერთიან გამოცდებზე, ზოგად უნარებში იღებს მაღალ ქულას, საგნობრივში - საშუალოს. მას აძლევენ 100%-იან გრანტს და უხსნიან მომავალს.

დავითი ნაკლებად ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ შეძლებული ოჯახიდან. ის კერძო სკოლაში დადის და რეპეტიტორები სახლშიც აკითხავენ.

დავითი გადის გამოცდებზე, ზოგად უნარებში დაბალ ქულას იღებს, ხოლო საგნობრივში, სისტემატური მომზადების ხარჯზე - მაღალს.

განათლების სამინისტროს ნიკოს დაჩაგვრა სურს.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ოთარ კახიძე ეხმაურება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები. რომლის
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები