NDI-ის კვლევა

ცქიტიშვილი: ვისურვებდი, NDI-ის კვლევებს სანდოობის ბევრად მეტი ხარისხი ჰქონოდა

ძალიან დიდ სინანულს გამოვთქვამ, იმასთან დაკავშირებით, რომ NDI-ის კვლევებს, სამწუხაროდ, საქართველოში არ აქვს ისეთი ნდობა, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა, იმ შემთხვევაში, თუ საველე სამუშაოებს უფრო მიუკერძოებელი ორგანიზაცია ჩაატარებდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემთ NDI-ის, როგორც ინსტიტუციურად ძალიან ძლიერ პარტნიორს. ვისურვებდი, ამ კვლევებს სანდოობის ბევრად უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა. კორუფციის დონის შეფასება საქართველოში, ძალიან ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის გაზომილი და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ამ მიმართულებით ჩვენ ასეთი შეშფოთების ან რაიმე ნერვიულობის საუძველი არ გაგვაჩნია.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი NDI-ის კვლევების შესახებ. NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30% თვლის, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34% კი ამბობს რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 21% თვლის, რომ საერთდ არ არის გავრცელებული.

კომენტარები