NDI-ის კვლევა

მათიკაშვილი: ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში

პერიოდულად ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება კონკრეტული ჩინოვნიკის დაპატიმრება თუ მან გადააცილა თავის უფლება-მოვალეობას, ან დანაშაული ჩაიდინა. სახელმწიფო არის ამ კუთხით თავის ადგილზე და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. რეალობას საზოგადოება ხედავს და მეორეა ეს პროცენტული შესაბამისობა და პროცენტების გამოყვანა რამდენად სწორია და ადეკვატურია იმისა, თუ რაც ხდება ქვეყანაში ამაზე ვსაუბრობ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი NDI-ის კვლევის შესახებ რუსთავი ორის ეთერში. NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30% თვლის, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34% კი ამბობს რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 21% თვლის, რომ საერთდ არ არის გავრცელებული.

კომენტარები