უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ალფეევი: საქართველოს ეკლესიას ესმის, რა შეიძლება დაემუქროს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით

ვერ წარმომიდგენია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს ავტოკეფალია ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო. მართალია, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, უმეტესად ისინი, რომლებიც ღია თუ ფარულ ოპოზიციაში არიან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომლებიც მოუწოდებენ პატრიარქს, აღიაროს ე.წ. ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, გადაწყვიტა არ წასულიყო კრეტის კრებაზე და ჩვენ, მათ შორის, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობის ნიშნადაც მივიღეთ ასეთივე გადაწყვეტილება, რომ არ წავსულიყავით ამ კრებაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლურ დიპტიქებში მეექვსე ადგილს მოითხოვს და ჩვენ მას ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს დიპტიქში ის მეექვსე ადგილს იკავებს. ახლა კი, როდესაც ამ დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინეპოლის პატრიარქი, საქართველო დაიკავებს მეხუთე ადგილს. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დიპტიქში საქართველო იკავებს მეცხრე ადგილს და ამ საპატრიარქოში არავინ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხს გადახედოს. აი, ამ ფაქტების ერთობლიობა ნაკლებსავარაუდოს ხდის იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ, ოდესმე, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მღვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე საუბრობს. გამოყენებულია ინტერპრესნიუსის თარგმანი.

კომენტარები