უმრავლესობის სხდომა

ხუნდაძე: სასამართლოზე გადაწყეტილება უნდა მივიღოთ, უსასრულო კონსულტაციები ყველას აზიანებს

მესამე რაუნდი კონკრეტულად სასამართლოების თემასთან დაკავშირებით გაიმართება. ვფიქრობ, მეოთხე აღარ უნდა გახდეს საჭირო და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს. კონკრეტიკაზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც შეხვედრა დასრულდება და თქვენთვისაც ცნობილი გახდება. იმედი მაქვს, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული და დასრულებული

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე თქვა.

კომენტარები