ფოფხაძე კობახიძეზე: ასეთი მიდგომით სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ვახდენთ გარკვეულწილად

ჩემთვის ის ტექსტი, რომელიც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, არის მიუღებელი. ასეთი მიდგომით სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ვახდენთ გარკვეულწილად. ამიტომ ჩემთვის ასეთი მიდგომა ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. რა მოტივაციით ისარგებლა პოლიტსაბჭომ, ეს მას შეუძლია დაასაბუთოს, მე ამ პათოსს და ამ მიდგომას მხარს ვერანაირად ვერ დავუჭერ. [..] მე მგონია, რომ მოსამართლეები, რომლებიც ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, არ შეიძლება იყვნენ მოსამართლეები. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. ის ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას. ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები