ბესელია: ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება, რომ ერთად გავაგრძელოთ

ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, მიუხედავად იმისა ვისი განცხადება არის სწორი ან არასწორი, მოდი დღეს დასრულდეს საჯარო პოლემიკა და არ ვისაუბროთ გარეთ, საჯაროდ არ ვიყოთ ერთმანეთთან დებატებში, ესეც გასაგებია და მესმის, მაგრამ ახლა გვაქვს არაორდინალური პოლიტიკური მოცემულობა. დღევანდელმა შეხვედრამ არჩევანის წინაშე დამაყენა, ფასეულობებზე და ღირებულებებზე როცა ვლაპარაკობდი. პარტიის თავმჯდომარე დღევანდელი დღის ჩათვლით, არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს, ამბობს, რომ მოდი ხვალიდან გავაგრძელოთ ამ გზით სიარული. თუმცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ღირებულებით საკითხზე შეგვიძლია ერთად ვიაროთ თუ არა. ივანიშვილმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის, ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი, ნუ შევალთ ამ დეტალების განხილვაში, ვინ მართალია და ვინ არა და ვინ დაიწყო და ვინ არა. მოდით დავასრულოთ ეს საჯარო დისკუსია და კონფლიქტი. რა თქმა უნდა კარგია რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რომელზედაც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს. ის ცდილობს მიაღწიოს გუნდში კონსესუს, რომ ვნებათა ღლევა დაცხრეს. მისი მცდელობა გასაგებია, უნდა რომ საჯარო დებატები არ გახანგრძლივდეს. ეს დებატები ხომ რაღაცის გამოხატულებაა. აჩვენებს მომავლის ხედვაში შეგვიძლია თუ არა ერთნაირად გადავდგათ ნაბიჯები. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება, რომ გავაგრძელოთ ერთად შემდეგი პროცესი, უნდა შევთანხმდეთ პირობებზე.

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები