მეუფე გრიგოლი ე.წ ციანიდის საქმეზე: ეს საქმე დამოკლეს მახვილივით არის ეკლესიის თავზე

ვწუხვარ საერთოდ რომ ეს თემა ისევ დღის წესრიგში დგას, მაგრამ არის ასეთი მოცემულობა, ვნახოთ აწი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული და იქიდან მივიღებთ პასუხს, რომელიც იქნება ერთგვარი შეფასება როგორც საზოგადოების, ისე ეკლესიის პოზიციის. კითხვები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ჩემი პოზიცია ამაზე მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი და მე ნამდვილად არ მინდა ახლა კვლავ ამ თემაზე ვისაუბრო. ეს საქმე კვლავ, რომ იტყვიან დამოკლეს მახვილივით არის ეკლესიის თავზე და ამაში მე ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ჩემს პირად პასუხისმგებლობას და იმედს გამოვთქვამ, რომ სიმართლე დადგინდება არა მხოლოდ ამ საქმის ირგვლივ, არამედ უფრო ფართოდ რა მოხდა დაწყებული იმ დღიდან, როცა ინფორმაცია გაასაჯაროვა იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, იმ დღემდე როცა საბოლოო განაჩენი გამოიტანეს. ბევრი რამ დატოვა, ხარვეზი, ლაქა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები