შეკრება ლიეჟში

სესიაშვილი: სააკაშვილს ჰგონია, წითელი ხალიჩით დახვდებიან, მაგრამ განსასჯელის სკამი ელოდება

სააკაშვილი მთელ ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა, მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაცა რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა, რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება. ასე რომ, მე მას ვურჩევ, რომ ის რაც ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავნებლობა ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" შესახებ, სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები