დიაკონი ირაკლი: ბარნოვი გაათავისუფლეს, სემინარია ღირსეულმა ადამიანებმა უნდა დატოვონ

ათობით სემინარია-აკადემიის კურსდამთავრებულისა და პრაქტიკულად თითქმის ყველა, თეოლოგიურ თუ საეკლესიო საკითხებში აქტიური ადამიანების გოჩა ბარნოვისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიუხედავად, იგი დღეს განთავისუფლებულ იქნა სასწავლებლიდან.

თითქოს, მეგონა, რომ სემინარია-აკადემიის ადმინისტრაცია, ან პირდაპირ საპატრიარქოს ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში მაინც აღმოჩნდებოდა ოდნავ რეალისტი და აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. პროცესებმა ისეთი სახე მიიღო, რომ არსებით საგნობრივ საკიხს აცდა და მეორეხარისხოვანზე მოხდა ყურადღების გადატანა. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობა ყოფილიყო პრობლემებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე, საკითხი გადაიტანეს იმაზე, თუ ვინ და როგორ წერს ჶეისბუქ სივრცეში საკუთარ სტატუსებსა და კომენტარებს და ეს რამდენად ეთიკურად მიაჩნია მეორე მხარეს.

ყველაზე სამწუხარო ფაქტი მაინც ის მგონია, რომ გოჩას მიმართ სოლიდარობა სემინარიის კედლებში ბევრად სუსტია, ვიდრე მის გარეთ. არიან ადამიანები/ლექტორები, რომლებიც თითქოს მხარს უჭერენ (ისევე როგორც ეს ხდებოდა სემინარიაში აქამდე არსებული სხვა პროცესების დროს), მაგრამ მათი მხარდაჭერა არაა პრონვიპული და ბოლომდე ღირსეული.

თავისთავად, მხოლოდ გოჩას სემინარიაში არყოფნა არაა ყველაზე დიდი პრობლემა, არამედ მას თანმხლები მდგომარეობა. თუ ახლა მაინც, სემინარია-აკადემიაში მომუშაკე ადამიენების ნაწილი არ გამოიჩენს ღირსეულ პოზიციას, ისინი სამუდამოდ განსაზღვრავენ თავიანთ მომავალს და მათთან შემდგომი ნებისმიერი თანამშრომლობაც კი შეუძლებელი გახდება.

ვფიქრობ, თუკი ჯერ კიდევ არსებობენ სემინარია-აკადემიაში ღირსეული ადამიანები, მათ პროტესტის ნიშნად უნდა დაწერონ განცხადება და წამოვიდნენ სასწავლებლიდან

წერს დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა Facebook-ზე. თეოლოგი გოჩა ბარნოვი თბილისის სასულიერო აკადემიიდან დღეს, 14 თებერვალს გაათავისუფლეს. მიზეზად საბჭომ ბარნოვის მიერ IPN-ისთვის მიცემული ინტერვიუ დაასახელა, სადაც ის საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მნიშვნელობაზე საუბრობს

კომენტარები