სააკაშვილი: გენეტიკური ტესტი გავიკეთე, 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი

წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული - ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.
არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.
აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით. ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას

წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
მოკლე ბმული: