დეკანოზ მამალაძის საქმე

კილაძე: პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია დეკანოზ მამალაძის შეწყალება

პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით. პრეზიდენტს ვერც ერთი და ვერც მეორე მიმართულებით ვერ მოვუწოდებ. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ნაბიჯია გადადგმა. სამწუხაროა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მე ერთხელ მისივე მოთხოვნის საფუძველზე მამა გიორგის შევხვდი, მისი არგუმენტები მოვისმინე. თუ საჭირო იქნება, მამა გიორგი მამალაძეს მოვინახულებ საავადმყოფოშიც. ამ საქმეზე საუბარი ძალიან რთულია, მით უფრო, როდესაც ეს ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც საპატრიარქოა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. შეგახსენებთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

კომენტარები