ემზარ კვიციანი

კვიციანი წყვილების აღმრიცხავ ცენტრზე: იმედია, ივანიშვილი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს

ანგარიში ორი დღის წინ გაიხსნა, ჯერჯერობით, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს, რა თქმა უნდა [თანხის ჩარიცხვაზე], მაგრამ იმედი არის, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადამიანები, მხედველობაში მაქვს თვითონ ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომლების თხოვნითაც შეიქმნა ეს ცენტრი, სხვათაშორის. და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და ამდენი წელიწადია, ქართველი ხალხის გვერდშია, ალბათ, ერთი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს. არამარტო ბიძინა ივანიშვილი, ყველა ქველმოქმედი, ყველა ქართველი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართველების და საქართველოს წინსვლა და გაძლიერება უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, დეპუტატები

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი "მაესტროს" ეთერში. ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი", რომელიც ოჯახის შექმნის მსურველ შეყვარებულ წყვილებს აღრიცხავს და მათ ფინანსურად დაეხმარება.

კომენტარები