ჭიაბერაშვილი TBC-ზე: ჩვენ ვიღებთ ივანიშვილის "ქვეყანა ორღობეს"

TBC ბანკთან დაკავშირებული დავა პირდაპირ მიუთითებს რომ ქვეყანაში არ არსებობს საინვესტიციო კლიმატი და აქ უცხოელ ინვესტორებზე კი არ არის ლაპარაკი ადგილობრივი ქართველი მეწარმეც კი ფულს არ ჩადებს და ბიზნესს არ გააფართოებს, როცა ხედავს რომ ასეთ მსხვილ ბანკს ხელი ისე გადაუგრიხა ბიძინა ივანიშვილმა რომ თვალი არ დაუხამხამებია.

საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ქვეყანას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა "ქვეყანა ორღობეს", რომელსაც თურმე არ სჭირდება არც ანაკლიის პორტი, არც განვითარება და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორღობე, სადაც ხეს ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგავს.

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები