კილაძე: არ მგონია სწორი, გუნდის შიგნით რა განხილვები გვაქვს, ამაზე კომენტარის გაკეთება

არ მგონია სწორი, გუნდის შიგნით რა განხილვები გვაქვს და რა კონსულტაციებს გავდივართ, ამაზე საერთოდ, რომელიმე კომენტარის გაკეთება საჯაროდ. ქართული ოცნება პასუხს აგებს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც გამოდის საჯაროდ და ხდება უკვე პოლიტიკის ნაწილი და არა შიდა საკითხებზე და განხილვებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე ტაბულას წყაროს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.

კომენტარები