თალაკვაძე: TBC-ზე ღია განხილვა შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს

ვინაიდან, აქ საქმე ეხება ქვეყნის ერთერთ სისტემურ ბანკს, მსხვილ საფინანსო ინსტიტუტს, ღია განხილვა, მათ შორის, ალბათ იქნება ისეთი ინფორმაციაც საჭირო არგუმენტაციისთვის, რომელიც შეიძლება კომერციული საიდუმლოს წარმოადგენდეს ან ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ხასიათს ატარებდეს. შესაბამისად, ამ არგუმენტებში ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ ამ ფორმატში ეს შესაძლოა, დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ. სხდომას ესწრებიან თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარები