ხაზარაძე: უკვე მიდის კომენტარები, რომ საქართველო სხვა მიმართულებით მიდის

სამწუხაროდ კომიტეტი დაიხურა, რამეთუ ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მიყენებულიყო TBC-ზე და მთლიანად საქართველოს იმიჯზე. ჩვენ აქ არ ვართ მოსულები, როგორც კერძო ბიზნესმენები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და არ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას და თუ თქვენ მოიკითხავთ მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, თუ რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაქვს შეხვედრები თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა შეხვედრებზე. სამწუხაროა, რომ უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო სხვა მიმართულებით მიდის, ეს ძალიან ცუდი მოსასმენია.

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

კომენტარები