მე არ ვიღებ არავისგან ინსტრუქციებს, ვინც მე მიცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი მართვა არის შეუძლებელი. შეიძლება, მე დამარწმუნოთ, რომ მართალი ხართ და გამოგყვეთ ამ გზაზე, მაგრამ თქვენ მე ვერ მაიძულებთ, ვერც თქვენ და ვერც ვერავინ, ვერც ბიძინა ივანიშვილი, მე ვერავინ ვერ მაიძულებს, თუ არ მწამს, რომ სწორად მივდივარ, მე იმ გზაზე ვიარო. ვისაც უნდა ჩემი შემოწმება იმით, რამდენჯერ ვახსენებ აუგად ბიძინა ივანიშვილის სახელს და გზას, წინასწარ გეუბნებით, მე ამას არ ვაპირებ. რატომ არ ვაპირებ, მარტივი პასუხი მაქვს - არ არის ჩემი სასაუბრო ლექსიკონი და ჩემი პოლიტიკური და პროფესიული ეთიკა მართლაც არ გაიზომება იმით, რომ ვაჩვენო, რამდენად რადიკალურად დაპირისპირებული ვარ და ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ამდენი წელი ვიარე, ავდგე დღეს და უშვერი სიტყვებით მოვიხსენიო, მთავარია ნაბიჯები და გადაწყვეტილებები
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
ბესელია: ჩემი მართვა შეუძლებელია, ვერავინ მაიძულებს, არასწორ გზაზე ვიარო, ვერც ივანიშვილი
tbl.ge/3idb
დაკოპირდა
დეპუტატი ეკა ბესელია რუსთავი 2-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- გახარია: გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის
- ქაცარავა: უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ
- კობერიძე "ოცნებიდან" დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
- ენძელა მაჭავარიანი: არ ვთვლი, რომ გუნდის დატოვებად რაიმე პოზიცია ღირს რა, მყარად ვარ გუნდში
- ჩუგოშვილმა, ხულორდავამ, ქაცარავამ და კიდევ ოთხმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა