თამაზ ახობაძის საქმე

კობერიძე ახობაძეზე: თეა წულუკიანის კანონმორჩილებაში ეჭვი არ მეპარება

სიმართლე გითხრათ, ეს ქეისი ასე დეტალურად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტრო მოიქცევა ისე, როგორც მას ავალდებულებს კანონი, ისევე, როგორც მოქალაქეს რასაც ავალდებულებს კანონი. აქედან გამომდინარე, ამაზე მხოლოდ ეს შემიძლია, ვთქვა. [...] ასე დეტალში შეიძლება, გამიჭირდეს შემოსვლა, მაგრამ მე გეტყვით ერთს, რომ მე თეა წულუკიანის, როგორც მოქალაქის და როგორც მინისტრის კანონმორჩილებაში ეჭვი არ მეპარება და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქეისიც დამთავრდება ისე, როგორც არის სამართლიანი და როგორც გადაწყვეტს სასამართლო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის კომენტარი იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძის შესახებ, რომელმაც თეა წულუკიანის უწყების წინააღმდეგ საქმე უზენაეს სასამართლოში ორჯერ მოიგო, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, რის გამოც ახობაძემ შიმშილობა დაიწყო.

კომენტარები