მაღრაძე "ოცნებას": თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ პოლიტიკიდან

მე ვფიქრობ, რომ ისევ იმ გზაზე ვდგავარ, რა გზაზეც ვიდექი და თუ ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან, რა თქმა უნდა, ეს გაუგებრობა და პროტესტი გაიზრდება. მთელი სიმძაფრითაც გაიზრდება. რაც უფრო მეტად ჩათვლიან, რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებას და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება ეს პროტესტი. ამ პროტესტს მე არ ვამძაფრებ, ამძაფრებს ხელისუფლება. არ ვიცი, რა ამპარტავნებაშია შესული, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, "უთქვენოდაც მაგრები ვართ და ჩვენ ამომრჩეველი საერთოდ არ გვჭირდება და ჩვენ მარტოებიც გავალთ არჩევნებზეც". როგორც მხედარმთავარი, მაკედონელიც კი, (არავისთან პარალელს არ ვავლებ), ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამომრჩევლის გარეშე ვერ იგებს. არ უნდა ამდენი ბრექი და ჯგიმი პოლიტიკაში ყოფნას. თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ

პოეტი დავით მაღრაძე TV პირველის გადაცემაში "პოლიტმეტრი".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები