ხაზარაძე: 2018 წლის ივნისში 4 უწყების შემოსვლას TBC ბანკში საეჭვოდ დაემთხვა კიბერშეტევა

რატომ იყო ეს ყველაფერი ორკესტირებული? 2018 წლის ივნისიდან იწყება TBC ბანკში შემოსვლა და სხვადასხვა დროს შემოდის 4 უწყება: ეს არის ფულის მონიტორინგის სამსახური, ეს არის პროკურატურა, საგადასახადო სამსახური და ეროვნული ბანკი და ფარულ რეჟიმში იწყებენ ჩვენგან კონკრეტულად ამ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღებას. მინდა, გითხრათ, რომ კანონმდებლობით საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება, შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელიწადზე მეტია. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გავანადგუროთ დოკუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი საქმიანობა არის გამჭვირვალობაზე დაყრდნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა იურიდიულად და კანონით მონიჭებული უფლება (თან, როცა დავინახეთ, რომ ასეთი შემოტევაა - ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, როცა ამდენი უწყება ერთობლივად შემოდის). ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დასამალი არაფერი არ არის და მივეცით ყველა ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელიც გვქონდა 11 წლის წინანდელი არქივში. ამას ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ივლისის თვეში TBC ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევა. მინდა, გითხრათ, რომ TBC ბანკი გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენს ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც მარტო ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფასა და უსაფრთხოებაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენ არამარტო დავიცავით ეს კიბერშეტევა და დავიჭირეთ სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, ოთახს, კომპიუტერებს და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმის მერე 5 წერილი მივწერე მინისტრს იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას გამოძიება. 1 კვირის წინ მივიღეთ ვიღაც გამომძიებლის წერილი, რომ თურმე კომპიუტერი არის ამოღებული და წაღებულია ექსპერტიზაზე. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის ამ კომპიუტერებთან. ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები, სადაიანაც ე.წ ბოტები და ფაბრიკები იმართება და ასე ვთქვათ, ასეთი დიდი შეტევაა ბოლოს თუ თვალს გადაავლებთ სოციალურ მედიას, ყველაფერი, ალბათ, რაღაც ნაწილი იქიდან მოდის

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს იმ დეტალებზე, რომლებიც წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მოთხოვნას, მასა და ბადრი ჯაფარიძეს დაეტოვებინათ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თავიანთი თანამდებობები

კომენტარები