ხაზარაძე: თუ ამოცანა ისაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ანაკლიის პორტის პროექტში, კაცურად გვითხარით

სახელმწიფო, ერთის მხრივ, ამბობს, რომ ეს [ანაკლიის პორტი] არის მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ, მიდის ჩვენი იმიჯის დისკრედიტაცია სწორედ იმ ბანკებთან, რომელიც ერთი მხრივ არიან ჩვენი პარტნიორები და მეორე მხრივ,  უნდა მოვაწეროთ ხელი 600-მილიონიან პაკეტის დახურვას მაისი-ივნისში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ისინი ვერ მოაწერენ ჩვენთან ხელშეკრულებას, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი თემა, სანამ არ დაიხურება ეს თემა და ნათელი არ მოეფინება ამ სიტუაციას.... თუ ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, მაგიც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი, არც ადამიანურად, არც... თქვენ მე მგონი, ყველა დარწმუნდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებასთან და არანაირ კრიმინალთან საქმე არ გვაქვს. როცა პროკურატურა გამოდის, საბანკო ოპერაციებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ არანაირი დაზარალებული არ არის, ბრალდებული არ არის და ახლა ეძებენ, ვინ შეიძლება იყოს, ეს არის გაურკვეველი რაღაც.

ამავე დროს ეროვნული ბანკიდან წერილებს ვიღებთ და გვეკითხებიან, ვინ არის ანაკლიის კორპორაციაში დამფუძნებელი? ვის რამდენი პროცენტი აქვს? რა ეროვნული ბანკის საქმეა, ანაკლიის კერძო კომპანიაში ვის რა წილი უკავია, ვინ რამდენი ფული ჩადო და ა.შ 180 მლნ ლარი გვაქვს ინვესტირებული დღემდე, ეს არის 70 მლნ დოლარი, რომ იცოდეთ

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები