ხაზარაძე: რა ეროვნული ბანკის საქმეა, ანაკლიის კერძო კომპანიაში ვის რა წილი უკავია

თქვენ მე მგონი, ყველა დარწმუნდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებასთან და არანაირ კრიმინალთან საქმე არ გვაქვს. როცა პროკურატურა გამოდის, საბანკო ოპერაციებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ არანაირი დაზარალებული არ არის, ბრალდებული არ არის და ახლა ეძებენ, ვინ შეიძლება იყოს, ეს არის გაურკვეველი რაღაც.

ამავე დროს ეროვნული ბანკიდან წერილებს ვიღებთ და გვეკითხებიან, ვინ არის ანაკლიის კორპორაციაში დამფუძნებელი? ვის რამდენი პროცენტი აქვს? რა ეროვნული ბანკის საქმეა, ანაკლიის კერძო კომპანიაში ვის რა წილი უკავია, ვინ რამდენი ფული ჩადო და ა.შ 180 მლნ ლარი გვაქვს ინვესტირებული დღემდე, ეს არის 70 მლნ დოლარი, რომ იცოდეთ

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები