ხაზარაძე: ორი ლიდერის თავდასხმის ქვეშ ვართ - უცხოეთიდან და საქართველოდან

ჩემი გაგებით, ორკესტრირებულია შეტევა, როდესაც ერთი მხრივ, არის პოლიტიკური ფონი, სხვადასხვა პოლიტიკოსები გამოდიან, არ ინტერესდებიან საქმის არსით, არც ერთი პოლიტიკოსი ჩვენთან არ მოსულა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ მოსულა არც ერთი თანამდებობის პირი, რომელსაც პირდაპირ ეკუთვნის საკითხში ჩარევა და აკეთეს განცხადებები პირდაპირ, მათალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, პოზიციამაც და ოპოზიციამაც... აქ რაღაც ჩვენი მიწებება შეიძლება იყოს, ანაკლიაზე ვიღაც ლიდერს რაღაც... კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ორი ლიდერის თავდასხმის ქვეშ, ორი პოლიტიკური ლიდერის თავდასხმის ქვეშ, თუ გინდათ, ამოიღეთ განცხადებები ჩემ მიმართ უცხოეთიდან და განცხადებები ჩემ მიმართ საქართველოდან, ჩვენ ამას მოთმინებით ვუძლებთ, ვუძლებთ იმიტომ, რომ მოთმინების უნარი... ჩვენ ორი მლნ კლიენტი გვყავს და წარმოვადგენთ 40%-ს ქვეყნის სადეპოზიტო ბაზრის. ამიტომ, ჩვენგან რაღაცების გაცხადება და რაღაცებზე პასუხის გაცემა არ შეიძლება, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ შეურაცხყოფებს უცხოეთიდანაც და შიგნიდანაც ვითმენთ ან მოვითმენთ, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები