გახარია ხაზარაძის განცხადებაზე: მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ და პირში ვამბობ

ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეს კომენტარი TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებაზე გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას გახარიამ მუქარის წერილი მიწერა

კომენტარები