ზარდიაშვილი: ბატონ მამუკა ხაზარაძეზე უფრო სერიოზული წარმოდგენა მქონდა

მე ბატონ მამუკა ხაზარაძეზე უფრო სერიოზული წარმოდგენა მქონდა. მე მეგონა, რომ მისი სიტყვების უკან იდგებოდა რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან არგუმენტები. დღეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აბდაუბდა შეიქმნა და ვერ ვხედავ მე რეალურად, პრობლემა რა აქვს ბატონ მამუკა ხაზარაძეს. ბანკი გადის დიდ მოგებაზე, ანაკლიის პორტი მისცა ჩვენმა ხელისუფლებამ და მტკიცებულებების სახით წარმოადგინა ფურცელი, რომელიც თქვენ დაბეჭდეთ, მე თუ ჩვენმა მეგობარმა, საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი. TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 5 მარტს საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მიიტანა იმ წერილის ასლი, რომელიც მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გაუგზავნა. ხაზარაძემ თქვა, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. პროკურატურამ საქმეზე წარმოება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ "წერილი ამობეჭდილია და ნებისმიერს შეეძლო მისი დაბეჭდვა".

კომენტარები