კაკულია: TBC ბანკი არ არის ვალდებული, თავი იმართლოს

TBC ბანკი არ არის ვალდებული, თავი იმართლოს. ეს იყო ხო ჩვენი [ქართული ოცნების] მთავარი მიღწევა? ჩვენ ვამბობდით, რომ შევცვალეთ სისტემა, რომლის დროსაც ადამიანები ვალდებულები იყვნენ, ემართლათ თავი და შემდეგ ეს შევცვალეთ იმ სისტემით (ყოველ შემთხვევაში, ასე არის დეკლარირებული), როდესაც ჩვენ მკაფიოდ ვაყალიბებთ, თუ რაში ვდებთ ადამიანს ბრალს

[ის, რომ გიორგი გახარიას წერილი მამუკა ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძემ გადასცა] ეს კურიერის ვერსიაა. ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, როგორც უტყუარ მტკიცებულებად. ეს ვერსიაც თავისთავად საჭიროა, განხილვას საჭიროებს და ჩვენ ადრე თუ გვიან მოგვიწევს ყველა შეკითხვაზე პასუხის მიღება. მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისგან პასუხების მიღების გონივრული ვადა ამოწურულია, მაგრამ ეს ვადაც ძალიან დიდხნიანი ვერ იქნება ასეთი გახმაურებული საქმის შემთხვევაში. მე მოვუწოდებ მათ, რომ გადადონ ყველა საქმე და მალე იყოს ეს არგუმენტები, რის გამოც შეიძლება, მერე ნამდვილად დადგეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა და ჩვენც ვალდებულები ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ამას

ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საუბრობს რუსთავი 2-თან.

კომენტარები