ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი

ადვოკატი: ნუგზარ ბაგრატიონი არის სიხარულიძე, დნმ კვლევა საპატრიარქომ ჩაატარა

სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი (გრუზინსკი) არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს ინფორმაცია გვაქვს, ეს შედეგები არ არის საჯარო, ახლა წავიდნენ და მიჩივლონ, თუ არ არის სიხარულიძე, მომიტანოს დნმ ანალიზის დასკვნა, თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია

დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბაგრატიონთა ორი შტოს დავის განხილვა მიმდინარეობს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ითხოვს, მის ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს "საქართველოს სამეფო სახლის" სახელის გამოყენება აეკრძალოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის.

კომენტარები