ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილი: რამდენიმე ორგანიზაცია ჩვეულებრივი კორუფციის წყაროა, მაგალითად გირჩი

არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვეულებრივი კორუფციის წყარო, გირჩზე გეუბნებით მაგალითად. 6500 ადამიანი, თვითონ ამბობენ 12 ათასი ადამიანიო... თოთო ცნობაში რამდენს ახდევინებენ იცით? 20-დან 100 ლარამდე. არ გაინტერესებთ ეს თემა? კორუფცია არის თუ არა გაინტერესებთ? ეს ორგანიზაცია მდიდრდება და არაკეთილსინდისიერად ავალებს წვევამდელებს უარი თქვან კონსტიტუციურ მოვალეობაზე. მოგწონთ ეს?

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ტაბულასთან საუბრობს მის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით სავალდებულო სამხედო სამსახურის გადავადების უფლება ყველა რელიგიის სასულიერო პირს უუქმდება. თუმცა ძალაში რჩება კონკორდატი, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელ სასულიერო პირი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფალია.

კომენტარები