ქურდობა

მათიკაშვილი: საზოგადოება კარგად ამჩნევს, რომ კრიმინალს ვებრძვით ყოველდღიურ რეჟიმში

ზოგადად ქვეყანაში, საზოგადოება კარგად ამჩნევს, რომ კრიმინალთან ბრძოლა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში, ეს ეხება როგორც ნარკოდანაშაულს, ასევე წვრილმან დანაშაულს, ასევე ძარცვას და ქურდობას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას აწარმოებს სახელმწიფო - მიდის ყოველდღიური ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ რბილი, ჰუმანური პოლიტიკის პირობებში ზოგადად არ არის საქართველო გამონაკლისი - შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები, სადაც ასევე ხდება ასეთი წვრილმანი დანაშაული, რაზედაც სახელმწიფოს აქვს ადეკვატური რეაგირება.

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი კრიმინალის შესახებ რუსთავი 2-თან საუბრობს. 14 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ბინა გაქურდეს.

კომენტარები