პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი - მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ისმნან ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია.

ნაწყვეტს ილია II-ის საკვირაო ქადაგებიდან სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები