დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: ივანიშვილი უნდა ჩაერთოს იმ როლით, რითაც ამ უმწიფარ გოგო-ბიჭებს მოიყვანს ჭკუაზე

მას [ბიძინა ივანიშვილს] არ ჰყავს კარგი მრჩევლები, ვინც ჰყავს ირგვლივ, ისინი ნამდვილად ვერ ეხმარებიან რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში. ფაქტი სახეზეა, რაც ხდება ბოლო ორი თვის განმავლობაში, ვერ უძლევს ვერანაირ კრიტიკას. ფაქტია, რომ მოსამართლეთა ამ პატარა ჯგუფმა საკუთარი ინტერესების გატარება მოახერხა იუსტიციის საბჭოში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მეორე ინსტანციის სასამართლოში, ახლა მოინდომეს უზენაეს სასამართლოს ხელში ჩაგდება და ამ ჯგუფს ვერ აჩერებს ვერავინ...

...[თუ ამ ჯგუფის 10 მოსამართლე გაიყვანეს] ერთიანად ორივეს [გუნდის და ბიძინა ივანიშვილის] ბრალი იქნება, რადგან პარტიის თავმჯდომარესაც აქვს გავლენა. ის უნდა ჩაერთოს იმ როლით, რა როლითაც ამ პატარა უმწიფარ გოგო-ბიჭებს მოიყვანს ჭკუაზე, რადგან არ შეიძლება, ასე გაერთოს თამაშით, ეს მართლა ძალიან მძიმე საყურებელია

 

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები