გავიგეთ რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია. იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს, იგივე შინაარსის კითხვა რომ დაესვა კაც დეპუტატს, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას აღნიშნული დეპუტატის გარეგნობაზე. ის თანამონაწილეა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების. ესენია რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა, ძალიან ბუნდოვან გარემოებებში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება... სწორედ ამიტომ აძლევს თავის თავს უფლებას, რომ ღია ეთერით აშანტაჟოს ბიძინა ივანიშვილი.
tbl.ge/3k8p
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც წულუკიანმა თქვა, რომ "ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია". ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენდნენ თქვა, რომ წულუკიანი გახმაურებულ საქმეებზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს, რითიც ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




