წულუკიანი: ბოკუჩავა ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს ძალიან ლამაზი ქალია

მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და აკეთებს კიდეც ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები?

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეს განცხადება 20 მარტს პარლამენტში "მინისტრის საათის" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. სესიაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, მინისტრს ჰკითხა, თუ რა იცის ისეთი, რითიც ბიძინა ივანიშვილს აჟანტაჟებს. მინისტრმა მის კითხვას სესიაზე არ უპასუხა

კომენტარები