კობახიძე ბესელიაზე: მისი მთავარი პრიორიტეტი ძალაუფლებაა, რაც დაკარგა, თანადგომა სჭირდება

ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა. პირიქით, მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ ამოვიდეს. არ არის ეს ირონიით ნათქვამი, ის უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის. მე ეს მანამდეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ის არის აღმოჩენილი რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად, მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ პირიქით, დახმარება და თანადგომა

მას აქვს თავისი პრიორიტეტები ცხოვრებაში, ეს არის ძალაუფლება პირველ რიგში და მან დაკარგა ეს მთავარი, რაც არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე ის აკეთებს არასწორ განცხადებებს. არის ტანდემში, მათ შორის "რუსთავი 2“-თან. ჩვენ ვნახეთ არა ერთი გადაცემა, რომელიც ერთობლივად მოამზადეს და ეს არის ძალიან მარტივი შეცდომები, რომელიც არის თვალსაჩინო საზოგადოებისთვის.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას შესახებ საუბრობს.

კომენტარები