ემზარ კვიციანი

კვიციანი: გონს მოეგეთ და უფალს ებარებოდეთ ქმრებზე ამხედრებულო დედაკაცებო

იქნებ მშობელი არ ჰყავს, რომ აუხსნას! ქალბატონო, ბუნების წინააღმდეგ რატომ ცდილობთ წახვიდეთ? უფალმა რაც დააწესა იმას რატომ უპირისპირდებით?! კაცისა და ქალის ცხოვრებაში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, თანამიმდევრობით უნდა განვითარდეს, რომ ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდეს, თქვენ რა გინდათ, მოვლენებს გაასწროთ?! მოვლენების გასწრებას არაფერი დადებითი არ მოჰყვება! რატომ აქვს ადამიანს თავი, 1 წლიდან 12 წლამდე ყველაზე მაგარი, ანუ დაცული ტრავმისაგან?! იმიტომ, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი წაქცევა. 14 წელი ის ასაკია მამრისთვისაც და დიაცისთვისაც, მომწიფების პერიოდი, რომ ჰქვია, თუ მათ ნაადრევი ინფორმაცია არა აქვთ მიღებული, რასაც დღეს უცხოეთიდან ცდილობენ მოგვახვიონ თავს (ინტერნეტის საშუალებით პორნო რეკლამები) დააკვირდით, რაც უფრო ჩქარობთ წახვიდეთ წინ, მით უფრო უკან მივდივართ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით! შეჩერდით! ნუ ეწინააღმდეგებით უფლის წესებს! მისი პასუხი მტკივნეულია და კიდევ უფრო გამკაცრდება,თუ გონს არ მოეგეთ!!! უფალს ებარებოდეთ ქმრებზე ამხედრებულო დედაკაცებო!!!

ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, ინიციატივას ბავშვის უფლებათა კოდექსში ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსწავლეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ და მხოლოდ მშობლის ნებართვით ჩაუტარდება.

კომენტარები