რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრეზიდენტი: სააკაშვილის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა, რომ რუსეთის პროვოკაციებს ვერ გაუმკლავდა

სააკაშვილის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას წარმოადგენდა, რომ ის ვერ გაუმკლავდა 2008 წლის ომის დროს რუსეთის პროვოკაციებს. ასე გადაიქცა „გაყინული“ კონფლიქტი ტერიტორიების უშუალო ოკუპაციად. 

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს მე ომის დაწყებაში საქართველო დავადანაშაულე, რაც სიმართლეს არ შესაბამება. ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ მაშინ ჩვენი პროვოცირება მოხდა ძალიან ძლიერად და ჩვენ უნდა გვეცადა, შევწინააღმდეგებოდით ამას. შევძლებდით თუ არა ამას, ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვართ: ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე პროვოკაციებს ვაწყდებით, მაგრამ ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და რუსების წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი, რადგან ჩვენ ამგვარი ბრძოლის მოგებას ვერ შევძლებთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "შპიგელთან" ინტერვიუში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები