ბახტაძე: ზუგდიდი ყოველთვის იყო მაგალითის მიმცემი სამშობლოს სიყვარულის და პატრიოტიზმის

თქვენი ულამაზესი ქალაქი და ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის, მაგალითის მიმცემი სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ერთგულების. ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იწყება ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი - ულამაზესი აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე როდესაც ჩვენი ერთსულოვნებით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპეტქივის წარმოჩინებით შევძლებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას. მე ამის მწამს თქვენთან ერთად.

როგორც შარშან დაგპირდით, წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მილიონი ლარი, ზუგდიდში შენდება ახალი, ოლიმპიური სტანდარტების აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცლებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში.

რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი სამშობლოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ეროვნული იდეა არის განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში. გპირდებით, სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლებას უკავშირდება.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას წარდგენისას თქვა.

კომენტარები