სააკაშვილი: სანდრა და სამეგრელო არის მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია

საარჩევნოდ ივანიშვილს უცებ ზვიადი შეუყვარდა, კალაძე კალია გახდა, დედოფლისწყაროს კლანის წარმომადგენელმა ღარიბაშვილმა ზუგდიდში სიარულს მოუხშირა, სანდრასთვის კი ეს დღეს არ დაწყებულა - ის და სამეგრელო, ის და ზუგდიდი არის მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია. თუ ამას ზუგდიდელებიც დააფასებენ ხომ კარგი და თუ არა ეს მაინც არაფერს შეცვლის მის დამოკიდებულებაში.

დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე. ის სამეგრელოში ჯერ ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ კი მამუკა ბახტაძის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და ქართული ოცნების სხვა ლიდერების ვიზიტს გამოეხმაურა. სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატია.

კომენტარები