ქართული ოცნება

ივანიშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ "ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს

მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.

ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ "ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა.

კომენტარები