ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: პარადოქსია, რომ დღეს შავგულიძე ასოცირდება გმირთან და მურუსიძე მკვლელთან

დღეს შარს დებენ მურუსიძეს და ახსენებენ, რომ ის ვალდებული იყო პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა გამოსაძიებლად რამეთუ ეს სასჯელი არ იყო საკმარისი იმ მკვლელობისათვის რაც მოხდა. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს იცით რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაციაში. როგორ მოხდა, რომ ადვოკატმა შავგულიძემ, როცა დაბალი სასჯელი მიუსაჯა პირველ ინტანციაში სასამართლომ, აპელაციაში საჩივარი არ შეიტანა და ეს საჩივარი რომ არ შეიტანა სწორედ ამან არ მისცა საშუალება მურუსიძეს რომ პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა, თუმცა მე მტკიცებულებაში არ ვამბობ, რომ დააბრუნებდა. მაგრამ ფორმალურად ამის საშუალებაც კი დაუკარგა. და დღეს რა გვაქვს, აი ეს არის პარადოქსი ჩვენთვის რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი....არავითარი ვარირების საშუალება რიგით მოსამართლეს, მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში არ ჰქონდა კანონმდებლობით. ვერ დააბრუნებდა იმ მიზეზით, რომ შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ. შავგულიძემ არ დაწერა რატომღაც აპელაციაში როდესაც პირველმა ინსტანციამ ძალიან დაბალი სასჯელი მიუსადაგა, 8 და 7-7 წელი. მეორე ინსტანციის შემდგომ როდესაც უზენაესში გადავიდა სურვილი უჩნდება შავგულიძეს მაგრამ აღარ აქვს ამის საშუალება იმიტომ რომ პირველი ინსტანცია გამოტოვა. ასეა, შავგულიძის დღევანდელ პოზიციას თუ ვნახავთ, სად არის ის, რეალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა და ნაციონალური მოძრობა მას მხარს უჭერს არჩევნებზე - ევროპული საქართველოა მაგრამ ეს ერთია ჩემთვის ორივე. და სად მივიდა დღეს შავგულიძე თუ ვნახავთ, ის, რაც მეგონა რომ გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკოპანია "იმედზე" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ისაუბრა.

კომენტარები