ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხარი: თქვენ აკეთებთ იმას, რაც სჭირდება დღეს ენმ-ს

სასამართლო სისტემაზე არც ერთ ჩვენ თანაგუნდელს, მით უმეტეს პარლამენტის წევრს ხმა არ ამოუღია, მათ მიიღეს კონსტიტუცია, ხმა მისცეს ამ ოთხეულმა თუ სამეულმა. დღეს რომ გაახსენდათ, რა დროს და რა სიტუაციაში?! როდესაც ამაღლებული და მასიური შეტევა მიდის "ნაციონალური მოძრაობისა“ და „ენჯეობის“ მხრიდან, რომ როგორმე დაიბრუნონ სასამართლოზე მართვა. რატომღაც იმ სამეულის თუ ოთხეულის პოზიცია უნისონში მოდის ამ მცდელობასთან და იგივე პოზიციას იმეორებენ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. 

ისინი იბრძვიან, რომ სასამრთლოს მართვა დაიბრუნონ, მაგრამ როდესაც ფასეულობების აღრევაზე საუბრობს ის სამეული თუ ოთხეული, სწორედ მათში შეიმჩნევა ეს. როგორ თამაშობენ ისინი, როგორ ასხამენ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს. მე ეს მათ შიგნითაც ბევრჯერ ვუთხარი და მხოლოდ ემოციური აღშფოთება იყო: "როგორ, თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ჩვენ ნაც...." თქვენ აკეთებთ იმას, რაც სჭირდება დღეს ნაციონალურ მოძრაობას. 

თქვა ბიძინა ივანიშვილმა ტვ იმედთან ინტერვიუში სასამართლო სისტემასა და ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ყოფილი წევრების კრიტიკის შესახებ.

კომენტარები