ლადო კახაძე

ლადო კახაძე: შალვა შავგულიძე დადგა არა გამოჯანმრთელების მხარეს, არამედ წითელას მხარეს

წითელა დაავადება ხომ გაგიგიათ? ვირუსული დაავადება. საქართველოს დაემართა პოლიტიკური წითელა იმ პერიოდში. მე არ ვიხსენებ იმ 9 წელიწადს, არ მინდა მივუბრუნდე. პოლიტიკური წითელათი დაავადდა ოთხივე შტო. ყველაზე ცუდად პოლიტიკური წითელა გადაიტანა სასამართლო ხელისუფლებამ. იმიტომ, რომ ისინი მოუმზადებლები, აუცრელები შეხვდნენ. სულ ახალი კონტიგენტი შეიყვანა, აუცრელი იყო და არც საკუთარი იმუნიტეტი ჰქონდა, ყველა იყო დაავადებული, სასამართლო ხელისუფლება იყო მთლიანად წითელათი დაავადებული. წითელადან ორი გამოსავალია. არის ან გამოჯანმრთელება, ანდა წითელა შეგიწირავს. ან შეიძლება გამოჯანმრთელდე, მაგრამ არასრულად, ან მხედველობა დაკარგო ან გონიერება შეგისუსტდეს, დიდი ზარალი მიიღო და არ გამოხვიდე ჯანსაღი. აქ არის ორი ნაწილი, წითელა როგორც ავადობა და ავადმყოფი, რომელიც წითელათი არის ავად. ახლა წარმოიდგინეთ, სასამართლო სისტემა არის ავადმყოფი, წითელათი დაავადებული. მას შანსი აქვს გამოჯანმრთელების. წითელა, თვითონ ვირუსი, არასოდეს არ გაკეთილშობილდება. ამიტომ მე გული დამწყდა შალვაზე [შავგულიძე]. შალვა დადგა არა გამოჯანმრთელების მხარეს, არამედ წითელას მხარეს.

"ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ PalitraNews-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები