საბანკო რეგულაციები

ქობულია: რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული

არსებითად ვექტორები და გენერალური ხაზი არ შეიცვლება, მაგის იმედი ნურავის ნუ ექნება. ლაპარაკი არის ვთქვათ იპოთეკურ სესხებზე, სადაც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული კოეფიციენტები ადამიანის შემოსავალსა და იმ სესხს შორის, რომელიც შეიძლება ადამიანმა აიღოს იპოთეკისთვის. აი ეს კოეფიციენტების დონე შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, უცხოელებზე თუ დღეს ჩვენ ვითხოვთ 40% შემოიტანონ და შემდეგი სესხი შეუძლიათ აიღონ ბანკში ცნობის გარეშე, შეიძლება ეს 40% გადაიხაროს ცოტა უფრო შემცირებისკენ. მაგრამ ისევ და ისევ მე გაძლევთ თქვენ მაგალითებს და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს ჩემი ან გადაწყვეტილებაა, ან რეკომენდაცია. ეს არის ჩვენი ეროვნული ბანკის პრეროგატივა.

რაც შეეხება საცალოს, რა თქმა უნდა არის განსაზღვრული შემცირება, მაგრამ ზუსტად აზრიც ამაში იყო, რომ ამ რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული. ზუსტად რა თქმა უნდა ამას რაღაც გავლენა უნდა ჰქონოდა. რომ არ ჰქონოდა ამას გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს რეგულაციები უეფექტო იყო. ჩვენ ხომ ვზრუნავთ არა მოკლე ვადიან შედეგებზე, არამედ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების გრძელვადიან კეთილდღეობაზე და დიახ, ჩვენმა მთავრობამ აიღო ეს პასუხისმგებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია რუსთავი 2-თან საბანკო რეგულაციების შესახებ საურობს

კომენტარები