კალაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: ამაზე გუნდში საუბარი არ ყოფილა

არაფორმალური მმართველობა რა შუაშია? ბიძინა ივანიშვილი ვინ არის? მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავთ. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამაზე გუნდში საუბარი არ ყოფილა. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებთ, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის

თბილისის მერს, კახა კალაძეს, ჟურნალისტებმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე ჰკითხეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ტვ იმედის ეთერში დააანონსა. კერძოდ მან თქვა, რომ ზოგიერთ მინისტრთან კითხვები არსებობს

კომენტარები