ინაშვილი "ოცნებას": ნუ დაიცავთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ისინი გამოგიტანენ განაჩენს

გამალებით იცავს ქართული ოცნება მურუსიძეს. მე ქართულ ოცნებას მინდა მივმართო მორიგჯერ - ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებს და გვრიტიშვილებს. ნუ დაიცავთ, იმიტომ, რომ აი, ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს, დრო მოვა. აი, ეს ხალხი იტყვის მერე, რომ კანონით იხელმძღვანელეს. ეს ხალხი ჩამოგაგდებთ და სამართლებრივ დასკვნას დადებს კიდე, რომ სამართლიანად მოხდა თქვენი პოლიტიკური განეიტრალება.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადება პარლამენტში, სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების, ე.წ. კობახიძის კანონპროექტის განხილვისას.
მოკლე ბმული: