ვითარება პანკისში

ზურაბიშვილი პანკისზე: ერთადერთი გზა შეთანხმებაა

ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი ვიღონო რათა დაცული იქნას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილით დაიძაბა, როდესაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან აქცია, სახელმწიფოს მხრიდან კი სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა მოჰყვა. სპეცრაზმი რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა, მოსახლეობა კი პოლიციელებს ქვებს უშენდა. ვითარება შედარებით შემსუბუქდა, როდესაც ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. ამ დროისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები