გიორგი გახარია

გახარია: თუ ევროპულ საქართველოს ჩემი დამატებით ნახვა სურს, დამპატიჟონ ყავაზე და მივალ

არანაირი პრობლემა არც მე და არც ერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა "მინისტრის საათი", მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ.

თუ "ევროპული საქართველოს" რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. დეპუტატმა პანკისის ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ გიორგი გახარია და ეკონომიკის ახალი მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტში უნდა მივიდნენ და კითხვებს პასუხი გასცენ.

კომენტარები